იაპონური ჯოკერი Game

იაპონური ჯოკერი Game

წარმოგიდგენთ ...

Game details


Sponsored Links
1.0
7.0 and up
Everyone
100+
100

5 (100%) 15 votes

Game description


წარმოგიდგენთ პოპულარული თამაშის, იაპონური ჯოკერის ონლაინ ვერსიას რომელშიც შეგიძლით ეთამაშოთ როგორც მეგობრებს ასევე თამაშის სხვა მომხმარებლებს.

*** თამაშის წესები ***
■ თავდაპირველად მოთამაშეებს ურიგდებათ 3-3 კარტი და ერთერთი მოთამაშე აცხადებს კოზირს. მოთამაშე, რომელიც აცხადებს კოზირს, ასევე იწყებს თამაშს, მას შემდეგ რაც ყველა კარტი დარიგდება.

■ კოზირი ირჩევა ხუთი შესაძლო ვარიანტიდან (ჯვარი, ყვავი, აგური, გული, "ბეზი" (კოზირის გარეშე)) კოზირის არჩევის შემდეგ მოთამაშეებს ურიგდებათ დამატებით 15-15 კარტი, რომელთაგან ხუთი უჭირავთ ხელში, 10 დევს მაგიდაზე. მაგიდაზე დადებული კარტებიდან 5 ამოტრიალებულია და ჩანს, ხოლო 5 დამალულია.

■ მაგიდაზე დადებული კარტების ჩასვლა შეიძლება მხოლოდ პირველი კარტის ჩასვლის შემდეგ.

■ თითოეულ თამაშში მოგებული ქულა არის მოთამაშეებს შორის კარტების წყვილების სხვაობა. მაგ.: თუ ერთმა მოთამაშემ წაიღო 11 წყვილი კარტი, ხოლო მეორე მოთამაშემ წაიღო 7 წყვილი კარტი, პირველ მოთამაშეს ერიცხება 4 ქულა.

*** კარტების სიძლიერე და უპირატესობები ***
თამაშში უმაღლესი კარტები არის 2 ცალი ჯოკერი. ჯოკერს შეუძლია გაჭრას ნებისმიერი კარტი (მეორე ჯოკერის ჩათვლით). ასევე, ჯოკრით შეიძლება ნებისმიერი მასტის უმაღლესი კარტის მოთხოვნა. მეორე მოთამაშე იძულებულია დაემორჩილოს მოთხოვნას ან თვითონაც ჩამოვიდეს ჯოკერს. თუ მოთხოვნილი მასტი არ არის კოზირი, ხოლო მეორე მოთამაშეს არ ყავს ამ მასტის კარტი, მაგრამ ყავს კოზირი, მაშინ მეორე მოთამაშე ვალდებულია ჩამოვიდეს კოზირს და ის ჭრის ჯოკერს. იმ შემთხვევაში, თუ კოზირი არ არის გამოცხადებული (ანუ გამოცხადებულია „ბეზი“), ნებისმიერი კარტის გაჭრა შეიძლება მხოლოდ იმავე მასტის უფრო მაღალი კარტით, ან ჯოკრით.

You may also like these games